„შაბათის სკოლაში“ 2025-2026 სასწავლო წლისთვის ძველი მოსწავლეებისათვის და მათი და-ძმებისთვის რეგისტრაცია 11 აგვისტოს, საყოველთაო რეგისტრაცია კი 13 აგვისტოს დაიწყება!

ონლაინ სარეგიტრაციო საიტზე  (reg.komarovi.edu.ge) ანგარიშის შექმნა ან არსებული ანგარიშის პაროლის აღდგენა (თუ დაგავიწყდათ) უკვე შესაძლებელია. ძველი თუ ახალი მოსწავლეების დარეგისტრირება ქვემოთ აღნიშნულ თარიღებში დაიწყება, თუმცა  წინასწარ ანგარიშის შექმნა დროს დაგიზოგავთ რეგისტრაციისას. დეტალური ინსტუქციისთვის იხილეთ  ონლაინ რეგისტრაციის გზამკვლევი.

 

 მოსწავლეების რეგისტრაცია განხორციელდება 2 ეტაპად:

პირველი ეტაპი -  11 და 12 აგვისტო:

მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს 2024-25  სასწავლო წლის მესამე მოდული, შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ მობილობა (სხვა ჯგუფში გადასვლა),  როგორც ონლაინ (reg.komarovi.edu.ge), ასევე ადგილზე რეგისტრატორების დახმარებით (თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, კომაროვის სკოლა).

11  და 12  აგვისტოს ახალი მოსწავლეების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ მოსწავლეთა და-ძმების, რომლებმაც 2024-25  სასწავლო წელს დაასრულეს პროექტის მე-3 მოდული. 11 და 12  აგვისტოს, და-ძმების რეგისტრაცია იწარმოებს მხოლოდ ადგილზე, კომაროვის სკოლაში.

ცხადია, და-ძმების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება  12  აგვისტოს მერეც. 13 აგვისტოდან როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ,  11 და 12  აგვისტოს ახალი მოსწავლის რეგისტრაცია არ განხორციელდება, შესაძლებელი იქნება:

ა) ძველი მოსწავლეების მობილობა;

ბ) ძველი მოსწავლეების და-ძმების რეგისტრაცია (11 და 12   აგვისტოს ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე).

პირველი ეტაპის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ზემოთ აღნიშნული პროცედურების განხორციელება შესაძლებელი იქნება, ასევე რეგისტრაციის მე-2 ეტაპზეც.

ძველ მოსწავლეებს ადგილები ენახებათ 1 სექტემბრამდე. ვისაც სურს 2025-26 სასწავლო წელს სწავლის გაგრძელება, ამ დრომდე უნდა გაააქტიუროს სარეგისტრაციო კოდი და გადაიხადოს პირველი მოდულის საფასური.

 

მეორე ეტაპი- 13 აგვისტო, 11:00-დან (საყოველთაო რეგისტრაცია)

რეგისტრაციას შეძლებს ყველა მსურველი როგორც ადგილზე-კომაროვის სკოლაში, ასევე ონლაინ, საიტზე: reg.komarovi.edu.ge

 იხილეთ  ონლაინ რეგისტრაციის გზამკვლევი.

ახალმა მოსწავლეებმა პირველი მოდულის საფასური-495 ლარი-უნდა გადაიხადონ რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაცია გაუქმდება.

იმ მოსწავლეებმა, ვინც 2024-2025 სასწავლო წელს სარგებლობდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახის საშეღავათო პირობებით, სკოლის ადმინისტრაციაში 18 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ ახალი ამონაწერი(არაუმეტეს 1 კვირის აღებული), მშობლის დაბადების და მოსწავლის პირადობის მოწმობის ასლები.

 

ერთი მოდულის ღირებულება

ახალი მოსწავლეებისთვის ერთი მოდულის ღირებულება არის 495 ლარი.

ძველი მოსწავლეებისთვის მოდულის ღირებულება არის  იგივე,  რაც წინა სასწავლო წელს.

ინფორმატიკის ერთი მოდულის ღირებულებაა 180 ლარი.

სასწავლო წელი შედგება სამი მოდულისგან, შესაბამისად ყოველი მოდულის დაწყების წინ მშობელი იხდის მოდულის საფასურს.

სოციალურად დაუცველი ან მრავალშვილიანი(7 შვილი ან მეტი) ოჯახების შემთხვევაში, საშეღავათო პირობები იხილეთ პროექტის დეტალურ ინფორმაციაში.

 

 

მოსწავლეების მობილობა:

 

მოსწავლეების მობილობა თავისუფალ ჯგუფებში შესაძლებელი იქნება სარეგისტრაციო პროცესის განმავლობაში, ძველი მოსწავლეებისათვის 11 აგვისტოდან, ახალი მოსწავლეებისათვის, რეგისტრაციის მომენტიდან, როგორც  ონლაინ, ასევე ადგილზე (დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ონლაინ  რეგისტრაციის გზამკვლევში)

იხილეთ  ონლაინ რეგისტრაციის გზამკვლევი.

გთხოვთ, ონლაინ რეგისტრაციამდე, გაეცნოთ შაბათის სკოლის მომსახურების პირობებს:

დეტალური ინფორმაცია პროექტის სწავლებასა და ღირებულებაზე.

ონლაინ რეგისტრაციის სისტემა არ იმუშავებს 00 საათიდან  დილის 08 საათამდე.

ადგილზე რეგისტრაციია შესაძლებელი იქნება ყოველდღე, 11:00-დან - 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, კომაროვის სკოლა, ოთახი N119

ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 2 399313, 2 396796,  399336 ; ასევე, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტის საშუალებით: shabatisskola@komarovi.edu.ge, ან  facebook-ზე  www.facebook.com/komarovi199/ (ე.წ. ინბოქსში).

 

ანგარიშის ნომერი.  მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი TRESGE 22

სახაზინო კოდი (იგივეა, რაც ანგარიშის ნომერი შაბათის სკოლისთვის) 760867499

იხილეთ  ონლაინ ბანკით სკოლის სახაზინო ანგარიშზე გადახდის ინსტრუქცია.

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!



ზემოთ